Monday, May 13, 2019

გამოცხადდა რეგისტრაცია ტრენინგზე - Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სკოლის ყველა საგნის მოქმედ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ტრენინგზე - „Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში“.
ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ პროგრამები: OneNote, Class Notebook, Microsoft Forms, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას OneDrive-სა და Teams-ში.
ტრენინგი მოიცავს: 12 საკონტაქტო და 0.5 არასაკონტაქტო საათს. (ტრენინგი ტარდება სამი დღე, დღეში 4 საათი). ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მიენიჭებათ 0.5 კრედიტქულა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://tr.tpdc.ge/direction/3/23/89
აუცილებელი პირობა: მასწავლებელმა უნდა იცოდეს Windows ოპერაციულ სისტემაში მუშაობა, ტექსტურ რედაქტორში ტექსტის აკრეფა, დაფორმატება; ელექტრონული ფოსტის გამოყენება.
ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება.

Monday, December 3, 2018

„გაცოცხლებული სურათები“

ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის აცხადებს ანიმაციების კონკურსს „გაცოცხლებული სურათები“.კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან ანიმაციურ ვიდეო რგოლებს, რომლებშიც გააცოცხლებენ ნიკო ფიროსმანის ნახატებს. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების  უნარების გამოვლენა/განვითარება.