ჩემი გაკვეთილები



ფორმულები, გამოვთვალოთ სწრაფად
გაკვეთილის გეგმა
V 1 კლასი
მასწავლებელი
ლუიზა ჭალიძე
საგანი
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
თემა
ფორმულები, გამოვთვალოთ სწრაფად
კლასი
 V1 კლასი
დრო
45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი
29 მოსწავლე. კლასში არ არის სსსმ საჭიროებების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ:
·     ელექტრონულ ცხრილებში მარტივი გამოთვლების შესრულებას;
·     ფორმულების ჩაწერას და გამოყენებას.
·     კომპიუტერის საშუალებით  პრაქტიკული არითმეტიკული
     სავარჯიშოების შესრულებას.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ის ტექნ. V. 1.   მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
·           აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება
            ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.

წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან  ელექტრონულ ცხრილში მონაცემების შეტანა, წაშლა, გაცნობიერებული აქვთ, რომ უჯრას აქვს მისამართი. შეუძლიათ ცხრილში მონაცემების გავრცელება.

შეფასება და თვითშეფასება
გაკვეთილის მიზნების შეფასებისას გამოვიყენებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისას კომენტარებს.
განმსაზღვრელი შეფასებისას შეფასების ანალიტიკურ რუბრიკას.

სასწავლო მასალა და რესურსები
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელო   V კლასი, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფურცლები.

მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური, მთელი კლასი და წყვილები.

მიმდინარეობა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება                                              2წთ
საკლასო ოთახის ორგანიზება.
დასწრების აღრიცხვა.
 მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა.

გამოწვევის ფაზა A
1 აქტივობა- წინარე ცოდნის გააქტიურება                                         3 წთ
აქტივობის აღწერა
კითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
·         რა არის  ელექტრონული ცხრილები?
·         რა არის დავთარი?
·         უჯრის მისამართი;
·         უჯრაში მონაცემების შეტანა;
·         უჯრების დაფორმატება;
·         ექსელის გარდა სხვა რომელ პროგრამას ვიყენებდით ცხრილების შესაქმნელად?
·         როგორ ვქმნით ცხრილს Word-ში?
2 აქტივობა - წინარე ცოდნის გააქტიურება                       10 წთ.                                                                      
     მოსწავლეებს დავურიგებ ფურცლებს, სადაც ნახატის სახით მოცემული იქნება ვენის დიაგრამა, ეკრანზე  ვაჩვენებ ცხრილებს Word-ში და Excel-ში,   რომლის მიხედვითაც მათ უნდა იმსჯელონ  განსხვავებაზე და მსგავსებაზე.   
                                                          
     3 აქტივობა     -    სიღრმისეული წვდომა                    12 წთ                                                                             
       მოსწავლეებს ვთავაზობ ამოსახსნელად შემდეგ ამოცანას:  დილით მაღაზიაში  გასაყიდად მიიტანეს შემდეგი დასახელების ხილი: ვაშლი, ბანანი, მარწყვი, ფორთოხალი და კივი. თითოეული დასახელების რამდენი კგ დარჩა გასაყიდი საღამოსთვის?
   დაფაზე დახაზული მაქვს  წინასწარ გამზადებული ცხრილი. გამოვიყვან  მოსწავლეს  და ამოცანის ამოხსნისას მიღებული შედეგებით ავსებს ცხრილის შესაბამის სვეტს დაფაზე.

ხილი
მოიტანეს
გაყიდეს
დარჩა
ვაშლი
50
35

ბანანი
20
11

მარწყვი
15
12

ფორთოხალი
30
22

კივი
10
3


  მოსწავლეებს ვთავაზობ იმავე ამოცანის ამოხსნას უკვე გამზადებული ელექტრონული ცხრილების გამოყენებით. პროექტორის დახმარებით, მოსწავლეებს ვაჩვენებ ეკრანზე, როგორ შემაქვს ფორმულა, როგორ სრულდება არითმეტიკული მოქმედებები Excel-ში, როგორ შეიძლება ფორმულის გავრცელება.
4 აქტივობა - პრაქტიკული სამუშაო  და პრეზენტაცია                   15 წთ.                          
 მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, რომ Excel-ში თავად ააწყონ ცხრილი და შექმნან 4 ფურცელი (შიტი ) და კოპირებით გადაიტანონ ცხრილი ოთხივე
შიტზე. გადაარქვან შიტებს სახელები მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. ფორმულების გამოყენებით შეასრულონ მითითებული  დავალებები მათემატიკური ფორმულებით.
    ბოლოს გამოვიყვან ერთ მოსწავლეს და პროექტორის დახმარებით აჩვენებს დავალებას ეკრანზე.
                 შეფასება და საშინაო დავალება                                           3 წთ.
განმავითარებელ შეფასებას ვახდენ კომენტარებით.
განმსაზღვრელ შეფასებას ვახდენ ანალიტიკური რუბრიკით.
                            საშინაო დავალება
   მშობლების დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია  ბოლო სამი თვის მანძილზე რამდენი ჰქონდა ოჯახს კომუნალური დანახარჯები, დააზუსტონ ერთეულის ფასი და გააკეთონ ჩანაწერები ფურცელზე.






                                                                                                               
     
                             

             დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები
გაკვეთილის გეგმა
                                                                  V 2 კლასი

მასწავლებელი
ლუიზა ჭალიძე
საგანი
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
თემა
დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები

კლასი
 V2 კლასი
დრო
45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი
29 მოსწავლე. კლასში არ არის სსსმ საჭიროებების მქონე მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი
                            მოსწავლეები შეძლებენ:
·       ელექტრონული ცხრილების პროგრამა  Excel-ში დიაგრამების  გაცნობას;
·       შეძენილი ცოდნის განმტკიცებას კროსვორდის საშუალებით;
·       შეძენილი ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში ცხრილით შესაბამისი დიაგრამის ასაგებად;
·       მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობის, ანალიზის, შემოქმედებითობის, პრაქტიკული და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ის ტექნ. V. 1.   მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
·           ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);
·           აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);

ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
·           კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად: სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე კადრების ცვლილების სიხშირის გათვალისწინება);

ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება
            ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
·           მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობას და ადგილს.

·           მუშაობის პროცესში რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად:  „“,  „“);
·           განასხვავებს ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას;
ის ტექნ. V. 6.  მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
·           იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.

წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან  ელექტრონულ ცხრილში მონაცემების შეტანა, წაშლა, ცხრილის დაფორმატება. გაცნობიერებული აქვთ, რომ უჯრას აქვს მისამართი. შეუძლიათ ცხრილში მონაცემებისა და ფორმულების გავრცელება.

შეფასება და თვითშეფასება
განმსაზღვრელი შეფასებისას გამოიყენებს შეფასების ანალიტიკურ რუბრიკას.
სასწავლო მასალა და რესურსები
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელო   V კლასი, თანდართული CD დისკი, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, ფორმატი, ფანქარი.

მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური, მთელი კლასი და წყვილები.

მიმდინარეობა
 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება                      2წთ                                   
·         დასწრების აღრიცხვა.
·         წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის გამოყენებით მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის, შეფასების კრიტერიუმების, ლაბორატორიაში ქცევის წესების გაცნობა.

გამოწვევის ფაზა
 აქტივობა 1 - წინარე ცოდნის გააქტიურება                               3 წთ
        ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო, ინდივიდუალური
კითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
·         რისთვის გამოიყენება  პროგრამა Excel?
·         რა არის დავთარი?
·         როგორ განისაზღვრება უჯრის მისამართი;
·         როგორ განასხვავებს პროგრამა ტექსტურ და რიცხვით მონაცემებს?
·         როგორ ხდება მონაცემების გავრცელება ცხრილში?
·         რისთვის არის საჭირო ფორმულები?
·         რომელი ბრძანებითაა შესაძლებელი ცხრილის ბეჭდვა?

       აქტივობა  2  -    სიღრმისეული წვდომა                                12  წთ 
        ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო, ინდივიდუალური
              ახალი მასალის ახსნის მიზნით,  მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს  ამოცანას ,,ფერადი ბურთები და კუბები“- მოსწავლეები დაითვლიან ფორმატებზე  მოცემულ ფერად ბურთებს და კუბებს. მასწავლებელი ეკრანისა და პროექტორის დახმარებით Excel-ის ცხრილში, შესაბამის უჯრებში ჩაწერს ფიგურების რაოდენობებს. ერთი მოსწავლე, რომელიც დაფასთან გამოვა სურვილის მიხედვით, დათვლილი რიცხვითი მონაცემებით გააკეთებს დაფაზე წინასწარ დახაზულ ღერძებზე აღნიშვნებს წერტილებით ცალკე ბურთებისთვის და ცალკე კუბებისთვის და მათი შეერთებით შექმნის შესაბამის   ხაზოვან ორ დიაგრამას.
    მასწავლებელი იგივე მოქმედებას აჩვენებს ეკრანზე  მოსწავლეებს, როგორ მონიშნავს ცხრილს და შექმნის იგივე მონაცემების საფუძველზე ხაზოვან დიაგრამას Excel-ში. მოსწავლეებს აჩვენებს, როგორ არის შესაძლებელი  დიაგრამის მონიშვნა, შეცვლა სხვა ტიპის დიაგრამით. როგორ შეიძლება დიაგრამის თითოეული ელემენტისთვის ფერის შეცვლა, კონტურის ფერისა და სისქის შეცვლა. აჩვენებს,  დიაგრამაზე შესაბამისი მონაცემების გამოტანას  და დიაგრამის წაშლას.
                       
            აქტივობა  3  -  ცოდნის  განმტკიცება                             10 წთ.    
          ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო                                                               
    ცოდნის განმტკიცების მიზნით, მასწავლებელი  მოსწავლეებს სთავაზობს კროსვორდს.     მასწავლებელი გამოიყვანს ერთ მოსწავლეს,  ფორმატზე დახაზულია  ცარიელი შესავსები კროსვორდი. ეკრანზე ჩანს  კითხვები კროსვორდის ამოსახსნელად. მოსწავლეთა მსჯელობის საფუძველზე დაფასთან გამოსული მოსწავლე ავსებს კროსვორდს.   

   აქტივობა 4  - პრაქტიკული სამუშაო  და პრეზენტაცია                   13 წთ.
            ორგანიზების ფორმა - წყვილებში მუშაობა              
         მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფურცლებს, რომელზეც მითითებულია დავალება - ამოცანა ,, ფერმა“ პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.  მოსწავლეები  შეადგენენ ცხრილს და რიცხვითი მონაცემების საფუძველზე ააგებენ დიაგრამებს ცალ-ცალკე, როგორც თითოეული ფერმის მონაცემებისთვის, ასევე  ორივე ფერმისთვის ერთად.
    მასწავლებელი პრეზენტაციის მიზნით გამოიყვანს ერთ  მოსწავლეს და პროექტორის დახმარებით შეასრულებს დავალებას ეკრანის დახმარებით.

                             აქტივობა 5   - შეჯამება                                            2 წთ
        ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო, ინდივიდუალური
  მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს:
·         რა არის დიაგრამა?
·      რის საფუძველზე არის შესაძლებელი დიაგრამის შექმნა?
·      რომელი ბრძანებით ვცვლით დიაგრამის ტიპს?
·      რომელი ბრძანებითაა შესაძლებელი დიაგრამის წაშლა?     
                              შეფასება                                                                       3 წთ.
      განმსაზღვრელ შეფასებას მასწავლებელი ახდენს ანალიტიკური რუბრიკით.              
              საშინაო დავალება
     მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს გამოიკითხონ ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები, დააზუსტონ მათი გვარი, სახელი და ასაკი, შეადგინონ ცხრილი მოძიებული ინფორმაციით და ააგონ შესაბამისი დიაგრამა.


No comments:

Post a Comment